• პატრიარქის დალოცვა

    პარტნიორები

  • თბილისის საკრებულოში სკოლის წარმატებულ მოსწავლეებს უმასპინძლესთბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე ქეთევან ჯოხაძე და საკრებულოს წევრი ბესარიონ ქარცივაძე გიმნაზიის „აია - GESS" მოსწავლეებს შეხვდნენ.

    პირველი ადგილი  მაგიდის ჩოგბურთში. გიმნაზია აია-GESS-ის გუნდმა  პირველი ადგილი მოიპოვა მაგიდის ჩოგბურთში. ტურნირი „სპორტის საერთაშორისო დღე 2017" ორგანიზებული იყო თბილისის მერიისა და საქართველოს სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის მიერ.

    2017 წლის შობა-ახალი წლისადმი მიძღვნილი ზეიმი შობა-ახალი წლისადმი მიძღვნილი საზეიმო და ამაღლებულლლი დღეები საშობაო სპექტაკლებმა და კარნავალებმა კიდევ უფრო გაგვილამაზა. ულამაზესი და წარმატებული 2017 წელიწადი დაუმწყალობოს უფალმა  დიდ და ლამაზ აია-ჯესსის სამყაროს, მის თითოეუყლი წევრს,  სრულიად საქართველოს… გილოცავთ.

     


     გრანპრი და მეორე ადგილი კონკურსში „ლეონარდო და ვინჩი“ გიმნაზია აია–GESS–ის მოსწავლეების ნამუშევრებმა მოსწავლეგამომგონებელთა და მკვლევართაკონკურსის „ლეონარდო და ვინჩი"ფინალურ ეტაპზე გრანპრი და მეორე ადგილი აიღო. გრანპრი - გიორგი ნიორაძე და ვახტანგ კონტრიძე. II ადგილი - ბექა მიქაძე. ფინალში სკოლიდან მონაწილეობდა 4 პროექტი.

     

      ჩვენი მოსწავლეების შეხვედრა თანამედროვე ქართველ პოეტ ტარიელ ხარხელაურთან „ვამთავრებ ლოცვას, ვარ სრულიად თავისუფალი!"-- ამ სიტყვებით დაიწყო ჩვენი მოსწავლეების შეხვედრა თანამედროვე ქართველ პოეტ ტარიელ ხარხელაურთან. მეშვიდე და მერვე კლასის მოსწავლეებისტუმრად ეწვივნენ ლიტერატურულ სალონ ,,ნოსტალგიას".შეხვედრას ორგანიზება გაუწია პედაგოგებმა სოფიო ავსაჯანიშვილმა და ეკა ზაქაიძემ.  მასპინძლობდა ტრადიციულად პოეტი ქალბატონი გიული ჩქარეული. 

    სამეცნიერო პიკნიკი 24 სექტემბერს, 12:00 საათზე, ვაკის პარკში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, რიგით მეხუთე სამეცნიერო პიკნიკი გაიმართა. ღონისძიება წელს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ორგანიზებულ მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალის ფარგლებში ჩატარდა. 

    იუსტიციის საზაფხულო სკოლაგიმნაზია აია–GESS მოსწავლეებმა ელენე მელიქიძემ, ნინი ხუნძაყიშვილმა და თამარ მიქელაძემ იუსტიციის საზაფხულო სკოლის შესარჩევი ეტაპი წარმატებით გაიარეს. ისინი 10 ივლისიდან 17 ივლისის ჩათვლით იუსტიციის სასწავლო ცენტრში იმყოფებოდნენ.

    მომავალ პირველკლასელთა მიღება2016 წლის 5 ივნისს სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია–ჯესსში დიდი ზეიმი გაიმართა:  სკოლასთან არსებული ცეკვისა და მუსიკალური სტუდიების კონცერტით, პირველკლასელთა ინგლისურენოვანი სპექტაკლით „ალადინის ჯადოსნური ზღაპარი",  სკოლამ ცხოვრების დიდ გზაზე გააცილა მეთორმეტე კლასელები,  შედგა მომავალ პირველკლასელთა  „აია-ჯესსელებად" ნათლობა. 
    საბუნებისმეტყველო კვირეული აია - GESS-ში  2016  წლის 20-27 აპრილს აია - GESS-ში საბუნებისმეტყველო კვირეული მიმდინარეობდა. კვირეულის ფარგლებში ჩატარდა კონფერენცია, პროექტების პრეზენტაცია, სამეცნიერო პიკნიკი. შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა, უსაზღვროა ჩვენი მოსწავლეების და პედაგოგების ფანტაზია, მონდომება და საქმისადმი სიყვარული. სამეცნიერო პიკნიკის დღეს დამთვალიერებლების რიგი არ წყდებოდა დილიდან დღის ბოლომდე, საბუნებისმეტყველო საგნების ტურნირი თავისი მომხსენებლებით, რეცენზენტებითა და ოპონენტებით ნამდვილ მეცნიერების ზეიმად იქცა.

     

Free counters!