• პატრიარქის დალოცვა

    პარტნიორები

  • გრანპრი და მეორე ადგილი კონკურსში „ლეონარდო და ვინჩი“

     გამოქვეყნებულია: 21-11-2016, 09:06

    გიმნაზია აია–GESS–ის მოსწავლეების ნამუშევრებმა მოსწავლეგამომგონებელთა და მკვლევართაკონკურსის „ლეონარდო და ვინჩი"ფინალურ ეტაპზე გრანპრი და მეორე ადგილი აიღო. გრანპრი - გიორგი ნიორაძე და ვახტანგ კონტრიძეII ადგილი - ბექა მიქაძე. ფინალში სკოლიდან მონაწილეობდა 4 პროექტი.

     

     

    ენერგოეფექტურობის ცენტრმა - საქართველომ სპეციალური პრიზით დააჯილდოვა ნათია მეტონიძე, ნათია დათუნაშვილი და თეიმურაზ სიმონიშვილი.

     

    კონკურსანტებს გამარჯვება მიულოცეს და ჯილდოები გადასცეს: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა მარინე ჩიტაშვილმა. კონკურსი ხორციელდება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ადმინისტრირებით 2010 წლიდან.

    გამარჯვებული  პროექტის ავტორები Intel-ის ფონდის დაფინანსებით ამერიკის შეერთებულ შტატებში ქ. პიტსბურგში გამგზავრებიან(აშშ) მსოფლიოში უდიდესი კონკურსის Intel-ის საერთაშორისო-საინჟინრო გამოფენაში - Intel ISEF მონაწილეობის მისაღებად.

    კონკურსის მიზანია ხელი შეუწყოს სწავლის დონის ამაღლებას, ინოვაციებისა და ტექნიკური პროგრესის მიმართ მოსწავლეთა ინტერესის გაღვივებას; კონკურსი ღია და თანასწორი კონკურენციის პირობებში გამოავლენს და წაახალისებს გამომგონებლის ნიჭით დაჯილდოებულ მოზარდებს, სტიმულს მისცემს მათი შემოქმედებითი აზროვნების, კვლევითი და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებას. კონკურსში მონაწილეობენ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების (სახელმწიფო და კერძოსკოლების) VII-XII კლასის მოსწავლეები, როგორც ინდივიდუალურად, ასევე ჯგუფურად.

     

     

    გრანპრი და მეორე ადგილი კონკურსში „ლეონარდო და ვინჩი“ გრანპრი და მეორე ადგილი კონკურსში „ლეონარდო და ვინჩი“ გრანპრი და მეორე ადგილი კონკურსში „ლეონარდო და ვინჩი“ გრანპრი და მეორე ადგილი კონკურსში „ლეონარდო და ვინჩი“ გრანპრი და მეორე ადგილი კონკურსში „ლეონარდო და ვინჩი“
    გრანპრი და მეორე ადგილი კონკურსში „ლეონარდო და ვინჩი“
    გრანპრი და მეორე ადგილი კონკურსში „ლეონარდო და ვინჩი“
    გრანპრი და მეორე ადგილი კონკურსში „ლეონარდო და ვინჩი“
    გრანპრი და მეორე ადგილი კონკურსში „ლეონარდო და ვინჩი“
    გრანპრი და მეორე ადგილი კონკურსში „ლეონარდო და ვინჩი“

Free counters!