• პატრიარქის დალოცვა

    პარტნიორები

  • სამეცნიერო პიკნიკი

     გამოქვეყნებულია: 12-10-2016, 14:18
         24 სექტემბერს, 12:00 საათზე, ვაკის პარკში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, რიგით მეხუთე სამეცნიერო პიკნიკი გაიმართა. ღონისძიება წელს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ორგანიზებულ მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალის ფარგლებში ჩატარდა. 

    კონკურსში "სახალისო სამეცნიერო ექსპერიმენტი” პირველი ადგილი ჩვენი სკოლის მეექვსე კლასის მოსწავლემ ალექსანდრე გევორქიანმა დაიკავა. სამეცნიერო პიკნიკში აქტიურად იყვნენ ჩართულნი უფროსკლასელები. დათმობილი ჰქონდათ VIP კარავი და მათმა ექსპერიმენტებმა სტუმრების მოწონება და სიმპათია დაიმსახურეს.

    2016 წლის სამეცნიერო პიკნიკში მონაწილეობა მიიღო სამეცნიერო ჯგუფებმა როგორც საქართველოდან, ისე უცხოეთიდან (პოლონეთი, ისრაელი).მათ ვაკის პარკში სპეციალურად გაშლილ 50 კარავში საინტერესო ექსპერიმენტები ჩაატარეს და ინტერაქციული გამოფენები წარმოადგინეს. 

     

     

    სამეცნიერო პიკნიკი სამეცნიერო პიკნიკი სამეცნიერო პიკნიკი

    სამეცნიერო პიკნიკი
    სამეცნიერო პიკნიკი სამეცნიერო პიკნიკი სამეცნიერო პიკნიკი სამეცნიერო პიკნიკი

Free counters!