2014 წლის სექტემბერ-ნოემბერში საქართველოს მეცნიერებისა და განთლების სამინისტრომ ჩაატარა მოსწავლეთა ტურნირი საბუნებისმეტყველო საგნებში (მტბ) საჯარო და კერძო სკოლების მე-9 კლასის მოსწავლეთათვის. კონკურსის მონაწილეები სხვადასხვა სამეცნიერო პრობლემის გადაწყვეტის პროცესში ავლენენ კვლევით უნარ-ჩვევებს, რაც გამოიხატება: შესაბამისი თეორიის დამუშავებაში, ექსპერიმენტის დაგეგმვასა და განხორციელებაში, მონაცემების აღრიცხვის და ანალიზის, დასკვნების გამოტანის, საკუთარი ვერსიების დამაჯერებლად წარმოდგენაში, აგრეთვე სამეცნიერო დისკუსიისას ამ ვერსიის დაცვაში. ტურნირი ჩატარდა ორ ეტაპად - 1.დაუსწრებელი და 2.დასწრებული ტური.
დაუსწრებელი ტური.
მიღებული 10 სამეცნიერო კვლევითი ამოცანიდან სკოლას შეეძლო შეერჩია მინიმუმ 5 დავალება 10-დან, ჩვენ შევასრულეთ ათივე ავალება, ტურნირზე წარვადგინეთ ორი გუნდი. გაიმარჯვა ორივე გუნდმა.
დასწრებულ ტურში გაიმარჯვა გუნდმა X 3
ხელმძღვანელი - თინათინ ლაღიძე გუნდის წევრები მე-9 კლასის მოსწავლეები: მელიქიძე ელენე; გიორგიძე რუსუდანი;თოთლაძე სოფიკო. დიდი მადლობა მათ ასეთი საინტერესო თამაშისათვის.













