• პატრიარქის დალოცვა

    პარტნიორები

  • სამეცნიერო პიკნიკი

     გამოქვეყნებულია: 9-03-2015, 19:50
      ვაკის პარკში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზატორობით და ქალაქ თბილისის მერიის თანაორგანიზატორობით გაიმართა სამეცნიერო პიკნიკი. სპონსორები იყვნენ გერმანიისა და პოლონეთის საელჩოები, კოპერნიკის სამეცნიერო ცენტრი, მედია პარტნიორი - რუსთავი 2, myvideo.ge ეს იყო ერთდღიანი ღონისძიება, რომელიც ღია ცის ქვეშ ჩატარდა. სამეცნიერო პიკნიკი ყოველწლიურად ტარდება და მისი მიზანია მეცნიერების სხვადასხვა დარგისა და მიმართულების ყველა ასაკის ადამიანისთვის სახალისო და მიმზიდველი ფორმით წარმოდგენა. ჩვენი სკოლის მოსწავლეები მთელი დღის განმავლობაში აქტიურად ატარებდნენ სახალისო ექსპერიმენტებს და დაუღალავად პასუხობდნენ სტუმრების დასმულ შეკითხვებს. პიკნიკში ასევე მონაწილეობდნენ სამეცნიერო ჯგუფები საქართველოდან, გერმანიიდან, ისრაელიდან, პოლონეთიდან. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო გიმნაზიის საბუნებისმეტყველო საგნების პედაგოგებმა( დარეჯან ლორთქიფანიძემ, ინგა ჩინჩალაძემ, ნინო გარუჩავამ, გენადი კიანმა,ეკა ხინჩაგაშვილმა) და ამ საგნებით დაინტერესებულმა მოსწავლეებმა: ნინი ხუნძაყიშვილმა, ლიზი სამხარაძემ, თემო პეტაშვილმა, ნათია კობახიძემ, ნინო ბერულავამ, გვანცა ჯიქიამ, თორნიკე გურჩიანმა, სალომე ბოლქვაძემ, ნათია მეტონიძემ, ელენე მელიქიძემ, ლეონიდ შკურინმა, გიორგი შელეგიამ, ანა ბეჭვაიამ, ელენე დევდარიძემ, თამარ მიქელაძემ, ნანა ქაჯაიამ, მარიამ მაღლაკელიძემ, მარიამ შამანაურმა, ნიკა ყარმაზანაშვილმა, ელენე დევდარიძემ, გიორგი დორეულმა, თეო მუნჯიშვილმა, ნიკა წურწუმიამ, ნიკა ვარდიაშვილმა, მარიამ ფანცულაიამ, მარიამ კაცელაშვილმა, მარიამ იოსელიანმა, მარიამ გიორგიძემ, გიორგი ეკალაძემ, ნიკა ნაცვლიშვილმა. მოსწავლეებმა დაამზადეს და პიკნიკზე წარმოადგინეს შემდეგი მოდელები:
     
    1. დონდერსის მოდელი.
    2. მცენარეული უჯრედის მოდელი;
    3. ცხოველური უჯრედის მოდელი;
    4. უმარტივესების უჯრედების მოდელები;
    5. უჯრედის სტრუქტურების მოდელები: მიტოქონდრიები, პლასტიდები, რიბოსომები, ენდ.ბადე, გოლჯის   აპარატი, უჯრედის ცენტრი, ვაკუოლი, პლაზმური მემბრანა ; ბირთვი.
    6. მიტოზის და მეიოზის ფაზების ამსახველი მოდელები.
    7. ფიზიკა-ბიოლოგიის ექსპერიმენტი მყარი სხეულის წნევის ჩვენებით.
    8. სხვადასხვა საინტერესო სიმულაციების საშუალებით წარმოადგინეს სხელთა ვარდნა უჰაერო სივრცეში,    ჰაერში; მოლეკულების მოძრაობა დაბალ და მაღალ ტემპერატურაზე; სითხესა და აირში შეტივტივებული ნაწილაკების მოძრაობა, დიფუზიის მოვლენის დამოკიდებულება ტემპერატურაზე.
    9. სახალისო ცდები ქიმიაში: " ნადირობა"; „ცეცხლი მხატვარი"; ხელოვნური „წყალმცენარეები".
    10. მოლეკულების ჯადოსნური სამყარო.
     

     პიკნიკის სურათები:

    სამეცნიერო პიკნიკი სამეცნიერო პიკნიკი სამეცნიერო პიკნიკი სამეცნიერო პიკნიკი
    სამეცნიერო პიკნიკი
    სამეცნიერო პიკნიკი

     

     

Free counters!