• პატრიარქის დალოცვა

    პარტნიორები

  • ნორჩ ეკოლოგთა ტურნირი "ნეტი"

     გამოქვეყნებულია: 26-03-2015, 10:30
      ნორჩ ეკოლოგთა ტურნირი არის გუნდური შეჯიბრი, რომელიც მიზნად ისახავს გამოავლინოს მოსწავლეთა უნარი გადაჭრან რთული ეკოლოგიური პრობლემები შესაბამისი ფორმით, გამოხატონ თავიანთი აზრი და შეძლონ ამ აზრის დაცვა მეცნიერული დისკუსიის დროს (რასაც "ეკოპაექრობას" უწოდებენ).
      ყოველი გუნდი შედგება 7-8 უფროსკლასელისაგან, რომელთა ასაკი არ აღემატება 18 წელს. გუნდს ჰყავს კაპიტანი (ლიდერი), რომელიც არის გუნდის ოფიციალური წარმომადგენელი ეკოპაექრობის დროს. გუნდს ხელმძღვანელობს ერთი ან ორი მასწავლებელი (ფასილიტატორი).
      ჯერ ტარდება ნორჩ ეკოლოგთა რეგიონალური ტურნირი, რომელშიც მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს ყველა საჯარო და კერძო სკოლას. საპრიზო ადგილებზე გასული გუნდები შემდეგ მონაწილეობას მიიღებენ საერთაშორისო ეკო-ტურნირზე.

    კონკურსის განმხორციელებელი ორგანიზაციებია:

    • სკოლა-ლიცეუმი „აია – GESS"
    • ე. ანდრონიკაშვილის ფიზიკის ინსტიტუტი


    თამაშის წესები
     
     

    რეგიონალური ტურნირის სამუშაო ენაა ქართული.
    საერთაშორისო ტურნირის სამუშაო ენაა ინგლისური. გუნდები მონაწილეობენ სამეცნიერო დისკუსიებში "ეკოპაექრობაში" სამ სტადიად

    1. შესარჩევი
    2. ნახევარფინალი
    3. ფინალი

    ყოველ „ეკოპაექრობაში" მონაწილეობს სამი გუნდი. „ეკოპაექრობა" შედგება სამი ეტაპისგან. ყოველი ეტაპის დროს გუნდი გამოდის მხოლოდ ერთ-ერთ როლში: მომხსენებელი, ოპონენტი ან რეცენზენტი. „ეკოპაექრობის" მომდევნო ეტაპების დროს გუნდები ცვლიან როლებს იმგვარად, რომ ყოველი გუნდი გამოვა ყოველ როლში მხოლოდ ერთჯერ. „ეკოპაექრობის" მსვლელობის პროცესში გუნდების წევრები თათბირობენ მხოლოდ ერთმანეთში.

     

    განაცხადის ფორმა:  forma.doc [26 Kb] (გადმოწერა: 46)

Free counters!