• პატრიარქის დალოცვა

    პარტნიორები

  • ჩვენმა უსაყვარლესმა მეთორმეტე კლასის მოსწავლემ დავით ცუცქირიძემ იუბილე თავისი წარმატებით მოგვილოცა: 
    დიდი განსჯის და გაოცებების შემდეგ ჩარიცხეს ნიუ იორკის საუკეთესო სკოლის EDVARD R.MURROW HIGH SCHOOL XII კლასში-ასეთი შეფასებით-გმადლობთ,ჩვენზე რომ შეაჩერეთ არჩევანიო...
    დიდი მადლობა დავით, შენი სკოლის და შენი შრომის ასეთი აღიარებისთვის.
    გილოცავთ! გვჯერა, წარმატებული და აწონილი იქნება შენი ყველა ნაბიჯი!
    ჩვენი უსაყვარლესი მოსწავლეები ნათია მეტონიძე და ირაკლი შამუგია გაემგზავრნენ ამერიკის შეერთებულ შტატებში.
    FLEX-ის კონკურსის გამარჯვებული ნათია მეტონიძე ისწავლის უმაღლესი სკოლის მეთორმეტე კლასში,ირაკლი უნივერსიტეტის საავიაციო ინჟინერიისა და ნავიგაციის ფაკულტეტზე ფლორიდაში! წარმატებებს და ბედნიერ დღეებს გისურვებთ!
     
    ირაკლი შამუგია AUBURN UNIIVERSITY-ის სტუდენტია AIA GESS-ის გულშემატკივრებს გვინდა გაცნობოთ და გახაროთ: ჩვენი მეთორმეტე კლასელი ირაკლი შამუგია ჩაბარებული გამოცდებისშედეგებით და თავისი კურიკულუმის მიხედვით ჩაირიცხა ამერიკაში AUBURN UNIIVERSITY საავიაციო ინჟინერიის ფაკულტეტზე.
    ვულოცავთ ირაკლის, მშობლებს და პედაგოგებს ამ წარმატებებს!!!

    Intel ISEF 2016 -ფენიქსი-არიზონა ისევ ამერიკა…

    2016 წლის იანვრიდან მაისის ჩათვლით სამი სხვადასხვა პროექტით სამჯერ იმოგზაურეს  ჩვენი სკოლის მოსწავლეებმა ამერიკაში. გაეროს მოდელირების პროექტი-ნიუ-იორკი,  ინოვაციების სამიტი-ნასა-ფლორიდა და intel ISEF 2016 -ფენიქსი-არიზონა

    "სოლარი"  ნასას კენედის კოსმოსურ ცენტრში2016 წლის 17-27 აპრილს აია-ჯესსის მოსწავლეები ბექა მიქაძე, გიორგი ნიორაძე და ვახტანგ კონტრიძე ამერიკაში,  ფლორიდაში, მის კანავერალას კონცხზე იმყოფებოდნენ და მონაწილეობას იღებდნენ ნასას კენედის კოსმოსურ ცენტრში გამართულ მსოფლიო ინოვაციების სამიტში.

     ამერიკის ხმა
    გუნდი ”სოლარი” ნასას კოსმოსურ ცენტრში.
    გიორგი შამუგია და დავით ცუცქირიძე  ნიუ-იორკში

    2016 წლის 25 მარტიდან 4 აპრილამდე ჩვენი სკოლის მოსწავლეები, გიორგი შამუგია და დავით ცუცქირიძე იმყოფებოდნენ ნიუ -იორკში და მონაწილეობეს იღებდნენ გაეროს მოდელირების პროექტში. დაძაბულ „პოლიტიკურ მუშაობას" შემეცნებითი ექსკურსიები ცვლიდა. ბიჭებმა მშვენივრად გაითავისეს დიპლომატებისა და პოლიტიკოსების როლი და საინტერესო, მრავლისმომცემი დღეები გაატარეს ამერიკაში.

     USAIYPT - 2014 2014  წლის 29 იანვრიდან 10 თებერვლამდე  სერვანტესის სახელობის გომნაზია აია-ჯესს-ის 21 კაციანი დელეგაცია იმყოფებოდა ამერიკაში.  მათ მონაწილეობა მიიღეს ახალგაზრდა ფიზიკოსთა საერთაშორისო ტურნირში.
    ჩვენი სკოლის მოსწავლეები 2005 წლიდან ყოველწლიურად იგზავნებიან ამერიკის შეერთებული შტატების სხვადასხვა კოლეჯებში სასწავლებლად, სადაც ისინი ერთი სასწავლო წლის განმავლობაში საუკეთესო კოლეჯებში სწავლობენ.
Free counters!