2016 წლის 17-27 აპრილს აია-ჯესსის მოსწავლეები ბექა მიქაძე, გიორგი ნიორაძე და ვახტანგ კონტრიძე ამერიკაში, ფლორიდაში, მის კანავერალას კონცხზე იმყოფებოდნენ და მონაწილეობას იღებდნენ ნასას კენედის კოსმოსურ ცენტრში გამართულ მსოფლიო ინოვაციების სამიტში.
სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-ჯესსის მოსწავლეები ნასაში საინტერესო მოხსენებით წარმატებით გამოვიდნენ. გუნდმა წარადგინა თავისი პროექტი "მზის პანელის მარგი ქმედების კოეფიციენტის გაზრდის ინოვაციური ტექნოლოგია". აღნიშნული ტექნოლოგიის წყალობით, მზის ელემენტი გამოიმუშავებს 3%-ით მეტ ენერგიას.
ჩვენი მოსწავლეების ნასაში მგზავრობა სრულად დააფინანსა აშშ-ის საელჩომ. დიდი მადლობა ათასწლეულის გამოწვევის ფონდსა და აშშ-ის საელჩოს საქართველოში, რომ ქართველ მოსწავლეებს მისცა შესაძლებლობა თავიანთი ინოვაციური გამოგონება ნასაში წარედგინათ; ენახათ ნასა-„მსოფლიო ტექნოლოგიების უმაღლესი ნიშნული".