• პატრიარქის დალოცვა

    პარტნიორები

  • AIA GESS-ელები გაემგზავრებიან NASA კოსმოსურ ცენტრში

     გამოქვეყნებულია: 18-02-2016, 00:30

    2016 წლის 12 თებერვალს ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ფინალი გამართა. ფინალში მონაწილეობა მიიღო ათმა კონკურსანტმა გუნდმა, რომელიც 34 მოსწავლისგან შედგებოდა.  გუნდების მიერ წარმოდგენილი პროექტები შეაფასა დამოუკიდებელმა ექსპერტთა კომისიამ. შედეგად, გამოვლინდა სამი გამარჯვებული გუნდი.

    ათასწლეულის ინოვაციის კონკურსს ახორციელებს ათასწლეულის გამოწვევის ფონდი აშშ-ის საელჩოს დაფინანსებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით. კონკურსი ემსახურება ახალგაზრდებში ინოვაციური იდეებისა და პროექტების განხორციელების წახალისებას, რაც ხელს შეუწყობს ქვეყანაში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სფეროში ახალ მიღწევებს.

     კონკურსში მონაწილეობდა 48 სკოლა. მეორე ეტაპზე გადავიდა 36 გუნდი. ფინალში მონაწილეობა მიიღო ათმა კონკურსანტმა გუნდმა.  პირველ და მესამე ადგილზე გასული გუნდების წევრები AIA GESS-ელები არიან.

    პირველ ადგილზე გასული გუნდის წევრები: ვახტანგ კონტრიძე, გიორგი ნიორაძე და ბექა მიქაძე მონაწილეობას მიიღებენ აშშ-ის კონრადის ფონდის (The Conrad Foundation) მიერ ორგანიზებულ ყოველწლიურ სამიტში (http://www.conradchallenge.org/), რომელიც გაიმართება 2016 წლის 20 - 24 აპრილს, ნასას კენედის კოსმოსურ ცენტრში (NASA Kennedy Space Center), აშშ–ში.

     

    მესამე ადგილზე გასული გუნდის წევრები: ლუკა ფანცულაია და თეა გამრეკელაშვილი  დააჯილდოეს კომპანია Geocell-მა, აჭარა ჯგუფმა და საქპატენტმა. ფინალის მონაწილე ათივე გუნდი სხვადასხვა პრიზებით დაჯილდოვდა კერძო სექტორის მიერ.  

     

    AIA GESS-ელები გაემგზავრებიან NASA კოსმოსურ ცენტრში AIA GESS-ელები გაემგზავრებიან NASA კოსმოსურ ცენტრში AIA GESS-ელები გაემგზავრებიან NASA კოსმოსურ ცენტრში AIA GESS-ელები გაემგზავრებიან NASA კოსმოსურ ცენტრში

    AIA GESS-ელები გაემგზავრებიან NASA კოსმოსურ ცენტრში AIA GESS-ელები გაემგზავრებიან NASA კოსმოსურ ცენტრში AIA GESS-ელები გაემგზავრებიან NASA კოსმოსურ ცენტრში AIA GESS-ელები გაემგზავრებიან NASA კოსმოსურ ცენტრშიAIA GESS-ელები გაემგზავრებიან NASA კოსმოსურ ცენტრში AIA GESS-ელები გაემგზავრებიან NASA კოსმოსურ ცენტრში AIA GESS-ელები გაემგზავრებიან NASA კოსმოსურ ცენტრში AIA GESS-ელები გაემგზავრებიან NASA კოსმოსურ ცენტრში

Free counters!