გაზაფხულის II სერიის თამაშები დასრულდა
4 აპრილს ,,ტვინების ბრძოლის" გაზაფხულის სეზონის II სერიის ფინალი გაიმართა. 37 საუკეთესო შედეგის მქონე გუნდი უმცროსთა და უფროსთა ასაკობრივ კატეგორიებში ონლაინ-რეჟიმში ეპაექრებოდა ერთმანეთს. თამაში მართლაც დაძაბულად წარიმართა, რადგან რეიტინგის სათავეში მყოფი გუნდების შედეგები მოულოდნელად იცვლებოდა.
საბოლოოდ, უმცროსთა ლიგაში გამარჯვება 40,2 ქულით მოიპოვა გუნდმა ,,ბენეფისი" (თბილისის კერძო სკოლა ,,აია-ჯესს"), ხოლო უფროსთა ლიგაში ასევე 40,2 ქულით გაიმარჯვა გუნდმა ,,ანარქისტები" (ბათუმის #1 საჯარო სკოლა). გამარჯვებულმა გუნდებმა მოიპოვეს საგზური შემეცნებით-დასასვენებელ ტურზე სასტუმრო კომპლექს ,,საირმეში".
გ ი ლ ო ც ა ვ თ