• პატრიარქის დალოცვა

    პარტნიორები

  • USAIYPT - 2014

     გამოქვეყნებულია: 26-03-2015, 12:20

    2014  წლის 29 იანვრიდან 10 თებერვლამდე  სერვანტესის სახელობის გომნაზია აია-ჯესს-ის 21 კაციანი დელეგაცია იმყოფებოდა ამერიკაში.  მათ მონაწილეობა მიიღეს ახალგაზრდა ფიზიკოსთა საერთაშორისო ტურნირში.  ტურნირი ჩატარდა კალიფორნიის შტატის ქალაქ სან ხოსეში  ამერიკის უმალეს სკოლაში-Harker School.  7 რაუნდიანი ტურნირის შემდეგ  გუნდი საქართველოდან - სერვანტესის სახელობის გიმნაზიის მოსწავლეთა ნაკრები, რომელიც ძირითადად მეცხრე კლასელებისაგან შედგებოდა (ტურნირში  მონაწილეობდა სხვა ქვეყნების  17-18 წლის მოსწავლეები და სტუდენტები) მეხუთე ადგილზე გავიდა. ტურნირის ჩემპიონი გახდა მასპინძელი სკოლის გუნდი, მეორე ადგილზე-  ჩინეთის ნაკრები.  სკოლის დირექცია მადლობას უხდის დელეგაციის თითოეულ მონაწილეს -  გურამ ჩუბინიძეს,  გეგა ლელაშვილს, გიორგი ნიორაძეს, ვანო შარიას, ვახტანგ კონტრიძეს, ბექა მიქაძეს, გიორგი მელიქიძეს, რომან კიკალიშვილს, რატი აბულაძეს,  გიორგი ჩუბინიძეს, ირაკლი შამუგიას,  თეა გამრეკელაშვილს, ანა ელიზბარიძეს, მედეა გელაშვილს, ნინო ქავთარაძეს, ნინო ხუბუნაიას,  მარიამ გუჯაბიძეს და გუნდის ხელმძღვანელს გენადი კიანს. 

     

     


Free counters!