• პატრიარქის დალოცვა

    პარტნიორები

  • ლონდონი - 2007

     გამოქვეყნებულია: 26-03-2015, 10:57

    ,,თუ ლონდონში მოიწყინე, ჩათვალე, რომ საერთოდ მოგწყენია სიცოცხლე..”

    სერვანტესის სახელობის სკოლა-ლოცეუმის "აია-GESS” თაოსნობით, ასოციაციის "გზა მომავლისაკენ”, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინგლისური ენის დეპარტამენტების მხარდაჭერით ყოველი წლის ივნისში ტარდება რესპუბლიკური კონკურსი "საუკეთესო პატარა მთარგმნელი”. კონკურსში რესპუბლიკის სხვადასხვა სკოლების ხუთასამდე მოსწავლე ვმონაწილეობდით. დაუსწრებელ ტურში გამარჯვების შემდეგ მონაწილეობა მივიღე დასწრებულ ტურში. როცა კონკურსში გამარჯვებულის სტატუსით სცენაზე აღმოვჩნდი, ეს იყო ყველაზე დიდი სიურპრიზი ჩემს ცხოვრებაში. ინგლისური ენის სექციაში ოთხმა მოსწავლემ გავიმარჯვეთ: მე-ნინო მაჭარაშვილი, შოთა გოგოლიძე- საჩხერის #2 საშუალო სკოლიდან და ნიკა რიგიშვილი და ვახტანგ ჩქარეული "აია-GESS” –დან. ნისლიანი ალბიონის ნახვა ყველაზე აუხდენელი სიზმარი რომ მეგონა, რეალობად იქცა.
    დაღლილობის მიუხედავად თვითმფრინავის კამერიდან გადავიხედე და წვრილ ზოლებად დახაზული დიდი ბრიტანეთი ვიხილე, რომელსაც მუქი მწვანე ფერი დაჰკრავდა. თითქოს ჯადოსნურ სამყაროში მოვხვდი. ინგლისი დიდი კულტურის მქონე ქვეყანაა. ყველგან იგრძნობა სიძველის სუნი. ხალხი პატივს სცემს თავიანთ ტრადიციებს.

    მასპინძელი ოჯახი მეტად სტუმართმოყვარე აღმოჩდა და რა თქმა უნდა, ჩვენს შორის თავიდანვე მეგობრული ურთიერთობა დამყარდა. წმინდა გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლაში ვსწავლობდით. კონკურსების ორგანიზატორი - თბილისის ქართულ-ინგლისურ-ესპანური სკოლა –"აია-GESS” ამ სკოლის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში, ალბათ ამიტომაც მიგვიღეს ასე გულთბილად. სკოლა ლონდონის ცენტრში მდებარეობს. სკოლაში ყოველდღიურად ოთხი გაკვეთილი გვიტარდებოდა, რომლებიც მეტყველების დახვეწაზე იყო აგებული. კლასში სულ თერთმეტნი ვიყავით. მოსწავლეები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან იყვნენ. აქ შეხვდებოდით ჩინელს, საუდის არაბელს, რუსს, გერმანელს, ესპანელს, ფრანგსა თუ ამერიკელს. გაკვეთილების შემდეგ ექსკურსიებზეც დავდიოდით. მთელი ლონდონი ფეხით შემოვიარეთ. თავიდანვე ვნახეთ ბიგ-ბენი, ვესტმონისტერის სააბატო, ბუკინგების სასახლე და სხვა მრავალი. დავაგემოვნეთ ბრიტანული საჭმელი. სიმართლე გითხრათ, ქართულ სამზარეულოსთან შედარებით ბრიტანული არც თუ ისე მდიდარი და გემრიელია. ისინი ძირითადად ჩიპსებით, ქათმითა და თევზით იწონებენ თავს.

    ლონდონი - 2007სკოლაში კურსის დამთავრების შემდეგ ჩაგვიტარდა გამოსაცდელი ტესტი, რის შემდეგაც  უმაღლესი დონის სერთიფიკატები გადმოგვცეს.

    ორი კვირა თვალის დახამხამებაში გავიდა. აეროპორტში მისვლისთანავე ვიგრძენი, თუ როგორ მენატრებოდა ლონდონი. მანამდე კი წინ დიდი  გზა მელოდა საქართველოსაკენ,  და კიდევ ბევრი მოსაყოლი მქონდა მეგობრებისათვის.

    როდესმე აუცილებრად დავბრუნდები. მე  ხომ ტემზაში ერთპენსიანი ჩავაგდე.
    ნინო მაჭარაშვილი
    კონკურსის "საუკეთესო პატარა მთარგმნელი”
    გამარჯვებული.

     

    P.S. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო სკოლა-ლიცეუმს – "აია-GESS” და კონკურსის ყველა ორგანიზატორს ჩემი ოცნების ასრულებისათვის, ლონდონში გატარებული დაუვიწყარი დღეებისათვის.

    ლონდონი - 2007 ლონდონი - 2007 ლონდონი - 2007

    სხვა სიახლეები ამ თემაზე:

Free counters!