• პატრიარქის დალოცვა

    პარტნიორები

  • თბილისის საკრებულოში სკოლის წარმატებულ მოსწავლეებს უმასპინძლეს

     გამოქვეყნებულია: 5-07-2017, 10:46

    თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე ქეთევან ჯოხაძე და საკრებულოს წევრი ბესარიონ ქარცივაძე გიმნაზიის „აია- GESS" მოსწავლეებს შეხვდნენ.

    შეხვედრაზე, რომელიც ბესარიონ ქარცივაძის ინიციატივით თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დიმიტრი ყიფიანის სახელობის დარბაზში გაიმართა, საკრებულოს წარმომადგენლებმა მოსწავლეებს მოსვლისთვის მადლობა გადაუხადეს, თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ მხარდაჭერილი საგანმანათლებლო და სპორტული პროექტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს და წარმატებები უსურვეს.

    თავის მხრივ, მოსწავლეებმა საკრებულოს წარმომადგენლებს ის საერთაშორისო მეცნიერული პროექტები გააცნეს, რომლებშიც მათ მონაწილეობა მიიღეს და წარმატებას მიაღწიეს. 
    „აია - GESS" -ის მოსწავლეებმა მიმდინარე წლის ივნისში ამერიკის შეერთებულ შტატებში, ოსვეგოს უნივერსიტეტში გამართულ გენიოსების საერთაშორისო ოლიმპიადაში ვერცხლის მედლები და მეოთხე ადგილი მოიპოვეს. ამასთანავე, ისინი რუმინეთში დაგეგმილ მათემატიკის საერთაშორისო ტურნირში და ბევრ სხვა საერთაშორისო სამეცნიერო პროექტში იღებენ მონაწილეობას.

    შეხვედრის დასასრულს, „აია - GESS"-ის მოსწავლეებმა თბილისის საკრებულოს ისტორიული შენობა დაათვალიერეს და პროექტში „გადაწერე ვეფხისტყაოსანი" მიიღეს მონაწილეობა.

    შეხვედრას გიმნაზიის „აია- GESS" დირექტორი რუსუდან ბოლქვაძე და მოსწავლეების მშობლები ესწრებოდნენ. 

     

    თბილისის საკრებულოში სკოლის წარმატებულ მოსწავლეებს უმასპინძლეს თბილისის საკრებულოში სკოლის წარმატებულ მოსწავლეებს უმასპინძლეს თბილისის საკრებულოში სკოლის წარმატებულ მოსწავლეებს უმასპინძლეს თბილისის საკრებულოში სკოლის წარმატებულ მოსწავლეებს უმასპინძლეს
    თბილისის საკრებულოში სკოლის წარმატებულ მოსწავლეებს უმასპინძლეს
    თბილისის საკრებულოში სკოლის წარმატებულ მოსწავლეებს უმასპინძლეს
    თბილისის საკრებულოში სკოლის წარმატებულ მოსწავლეებს უმასპინძლეს

Free counters!