ჩვენი სკოლის მოსწავლეებს ისევ მიეცათ საშუალება მიეღოთ მონაწილეობა ლონდონში, წმინდა გიორგის სახელობის ენის ცენტრის ორკვირიან სასწავლო პროგრამაში. 2012 წლის 25 ნოემბრიდან 8 დეკემბრამდე სწავლობდნენ ლონდონში და ღებულობდნენ მონაწილეობას სხვადასხვა საინტერესო აქტივობებში. „ლონდონი 2012" მონაწილეები არიან: ელენე დარციმელია, დეა აბულაძე, ნინო ჯიჯავაძე, სალომე თავდგირიძე და ნიკა ჯაშიაშვილი. მოსწავლეებმა მიიღეს მაღალი დონის საერთაშორისო სერთიფიკატები.