თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე ქეთევან ჯოხაძე და საკრებულოს წევრი ბესარიონ ქარცივაძე გიმნაზიის „აია
- GESS" მოსწავლეებს შეხვდნენ.
გიმნაზია აია-GESS-ის გუნდმა
პირველი ადგილი მოიპოვა მაგიდის ჩოგბურთში. ტურნირი „სპორტის საერთაშორისო დღე
2017" ორგანიზებული იყო თბილისის მერიისა და საქართველოს სასკოლო სპორტის ეროვნული
ფედერაციის მიერ.
შობა-ახალი წლისადმი
მიძღვნილი საზეიმო და ამაღლებულლლი დღეები საშობაო სპექტაკლებმა და კარნავალებმა კიდევ
უფრო გაგვილამაზა. ულამაზესი და წარმატებული 2017 წელიწადი დაუმწყალობოს უფალმა დიდ და ლამაზ აია-ჯესსის სამყაროს, მის თითოეუყლი წევრს, სრულიად
საქართველოს… გილოცავთ.
გიმნაზია აია–GESS–ის მოსწავლეების ნამუშევრებმა მოსწავლეგამომგონებელთა და მკვლევართაკონკურსის „ლეონარდო და ვინჩი"ფინალურ ეტაპზე გრანპრი და მეორე
ადგილი აიღო. გრანპრი - გიორგი ნიორაძე და ვახტანგ კონტრიძე. II ადგილი - ბექა მიქაძე. ფინალში სკოლიდან მონაწილეობდა 4 პროექტი.
„ვამთავრებ ლოცვას, ვარ სრულიად თავისუფალი!"-- ამ სიტყვებით დაიწყო ჩვენი მოსწავლეების შეხვედრა თანამედროვე ქართველ პოეტ ტარიელ ხარხელაურთან. მეშვიდე და მერვე კლასის მოსწავლეებისტუმრად ეწვივნენ ლიტერატურულ სალონ ,,ნოსტალგიას".შეხვედრას ორგანიზება
გაუწია პედაგოგებმა სოფიო ავსაჯანიშვილმა და ეკა ზაქაიძემ. მასპინძლობდა ტრადიციულად პოეტი ქალბატონი გიული ჩქარეული.
24 სექტემბერს, 12:00 საათზე, ვაკის პარკში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, რიგით მეხუთე სამეცნიერო პიკნიკი გაიმართა. ღონისძიება წელს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ორგანიზებულ მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალის ფარგლებში ჩატარდა.
გიმნაზია აია–GESS მოსწავლეებმა ელენე მელიქიძემ, ნინი ხუნძაყიშვილმა და თამარ მიქელაძემ იუსტიციის საზაფხულო სკოლის შესარჩევი ეტაპი წარმატებით გაიარეს. ისინი 10 ივლისიდან 17 ივლისის ჩათვლით იუსტიციის სასწავლო ცენტრში იმყოფებოდნენ.
2016 წლის 5 ივნისს სერვანტესის სახელობის გიმნაზია
აია–ჯესსში დიდი ზეიმი გაიმართა: სკოლასთან
არსებული ცეკვისა და მუსიკალური სტუდიების კონცერტით, პირველკლასელთა ინგლისურენოვანი
სპექტაკლით „ალადინის ჯადოსნური ზღაპარი",
სკოლამ ცხოვრების დიდ გზაზე გააცილა მეთორმეტე კლასელები, შედგა მომავალ პირველკლასელთა „აია-ჯესსელებად" ნათლობა.
2016 წლის 20-27 აპრილს აია - GESS-ში საბუნებისმეტყველო კვირეული მიმდინარეობდა. კვირეულის ფარგლებში ჩატარდა კონფერენცია, პროექტების პრეზენტაცია, სამეცნიერო პიკნიკი. შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა, უსაზღვროა ჩვენი მოსწავლეების და პედაგოგების ფანტაზია, მონდომება და საქმისადმი სიყვარული. სამეცნიერო პიკნიკის დღეს დამთვალიერებლების რიგი არ წყდებოდა დილიდან დღის ბოლომდე, საბუნებისმეტყველო საგნების ტურნირი თავისი მომხსენებლებით,
რეცენზენტებითა და ოპონენტებით ნამდვილ მეცნიერების ზეიმად იქცა.