• პატრიარქის დალოცვა

    პარტნიორები

  • ინტელექტუალური თამაშები 2016

     გამოქვეყნებულია: 13-04-2016, 13:50

     

    სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-ჯესს-ში  არაფორმალური განათლების  ხელშესაწყობად  ყოველ წელს I–დან X კლასის ჩათვლით ვახორციელებთ პროექტს: „ინტელექტუალურ თამაშები".

    ინტელექტი  ადამიანის უნარია შეიძინოს ცოდნა და უნარ-ჩვევები, რომელიც დაეხმარება ადვილად გადაწყვიტოს ცხოვრებისეული და ლოგიკური ამოცანები. მართალია ინტელექტი თანდაყოლილია, ყველა ადამიანს ერთი ან რამდენიმე თანდაყოლილი ინტელექტი აქვს, მისი განვითარება ბავშვს დამოუკიდებლად  არ შეუძლია. ინტელექტის განვითარება შესაძლებელია მასწავლებლის დახმარებით  შესაბამის სასწავლო გარემოში.

    სწორედ ამ მიზნით სკოლაში შექმნილია პოზიტიური გარემო, სადაც მოსწავლეებს შესაძლებლობა აქვთ მონაწილეობა მიიღონ ისეთ პროექტებში, რომელთა განხორციელების დროს ერთმანეთს უზიარებენ ინფორმაციას, ეხმარებიან, ერთმანეთისადმი ნდობასა და მხარდაჭერას ამჟღავნებენ.

    ინტელექტუალური თამაშები, ურთიერთსწავლებასა და გუნდურ მუშაობასთან ერთად, კონკურენციას გულისხმობს. კონკურენცია საშუალებას აძლევს მოსწავლეებს სწრაფად მიაღწიონ შედეგს; ხელს უწყობს მოსწავლეებში სწრაფი აზროვნების განვითარებას; სტიმულს აძლევს მათ განვითარებას, პროგრესს; მოსწავლეებს უჩნდებათ ლიდერობის სურვილი.

    ინტელექტუალურ თამაშებს ვატარებთ ორი სახით: ინდივიდუალური და გუნდური. I- IV კლასების ჩათვლით არის გუნდური,  მოსწავლეთა მიერ წაკითხული თემატიკის მიხედვით.  V-VI კლასებში ინდივიდუალური წაკითხული მხატვრული ნაწარმოებების მიხედვით და ზოგადი ტური „ყველაზე ჭკვიანის" ფორმატში. VII კლასების ზემოთ ვთამაშობთ ფორმატით:  რა, სად, როდის?

    2016 წლის  „ინტელექტუალური თამაშების" გამარჯვებულები:

    IX-X კლასები:  ანანო მინაძე,   სალომე  სალაყაია,    ლუკა  მოსიაშვილი, მეგი როპიაკი, ანა ჭანტურია, საბა კაკაბაძე,  ლიზი ძნელაძე, ლუკა ტყეშელაშვილი.

    VIII კლასებ: დათო  შავდათუაშვილი,   ალექსანდრე  ქაჯაია,  ჯული მუხაძე,   გიორგი რიგიშვილი, გიორგი  ბარისაშვილი, ლევანდოლიძე,  ნიკოლოზ ჯანაშია

    VII კლასებ: გიორგი   გოგატიშვილი, ნიკა გოროზია, თათა რიგიშვილი, ლიზი  ტურაშვილი, კოსტანტინე  ტეტუნაშვილი, როსტომ  ნიორაძე

    VI კლასებ:  თამარ ჯიქია, პანტელეიმონ კობახიძე - I  ადგილი    გიორგი ებანოიძე,   ლუკა ქურდაძე -  II  ადგილი,     კონსტანტინე  მაჭავარიანი - III  ადგილი

    V კლასებ:  I  ადგილიბარბარა კობახიძე,  მარიამ წივილაძე, II  ადგილი   მარიამ მესხი.

    IV კლასებ: გამარჯვებული გუნდია  „ზევსი".   წევრები:   ანანაო ჭანკვეტაძე სალომე შამანაური,  ნიკა გაგუა,  გიორგი წივილაძე,  თორნიკე ოქრუაშვილი,  ანი ბერულავა, თენგო შიუკაშვილი

    III კლასებ:  გამარჯვებული  გუნდი   „გორგასალი".  წევრები:  ლიზი დარჩია, გიორგი მემანიშვილი, ტრისტან ბერძენიშვილი, დაჩი ასლანიშვილი, ლუკა ხაბულიანი, ოთარ ბერიაშვილი, მათე ეგრისელაშვილი,  გუგა ხაჭაპურიძე.

     

     მეორე კლასელებს შორის გამარჯვებული გუნდი გახდა პროექტში მონაწილე რვავე გუნდი.

    ინტელექტუალური თამაშები 2016 ინტელექტუალური თამაშები 2016 ინტელექტუალური თამაშები 2016 ინტელექტუალური თამაშები 2016
    ინტელექტუალური თამაშები 2016
    ინტელექტუალური თამაშები 2016
    ინტელექტუალური თამაშები 2016
    ინტელექტუალური თამაშები 2016
    ინტელექტუალური თამაშები 2016
    ინტელექტუალური თამაშები 2016
    ინტელექტუალური თამაშები 2016
    ინტელექტუალური თამაშები 2016
    ინტელექტუალური თამაშები 2016
    ინტელექტუალური თამაშები 2016
    ინტელექტუალური თამაშები 2016
    ინტელექტუალური თამაშები 2016
    ინტელექტუალური თამაშები 2016
    ინტელექტუალური თამაშები 2016
    ინტელექტუალური თამაშები 2016

     

Free counters!