სერვანტესის სახელობის გიმნაზიის მეორე კლასელებმა დაამუშავეს წიგნები, რომელიც ქართულ და ბერძნულ მითებს შეეხებოდა. შემდეგ კი საოცარი ცოდნის, შეუპოვრობის, აზროვნების, ჯგუფური მუშაობის ბრწყინვალე შედეგები გვაჩვენეს დიდებს. მიუხედავად ჩვენი სურვილისა - გამოგვევლინა გამარჯვებული გუნდი - პრიზიორი ვერ გამოიკვეთა, რადგან საუკეთესო შედეგები აჩვენეს რვავე გუნდის წევრებმა. თამაში უცნაური შედეგით დამთავრდა - შეჯიბრების მინაწილე რვა გუნდიდან პირველ ადგილზე გავიდა რვა გუნდი. ჩვენმა პატარა ინტელექტუალებმა მომავალ თაობას საოცარი რესურსი შეუქმნეს-მათივე გახმოვანებული მულტფილმები მითებზე.