ათასწლეულის ინოვაციის კონკურსში მეორე საპრიზო ადგილზე გიმნაზია აია-GESS-ის მოსწავლის გიორგი ნიორაძის გუნდი გავიდა.
კონკურსის ფინალში გიმნაზიიდან სამი გუნდი მონაწილეობდა. გუნდების წევრები: ვახტანგ კონტრიძე, ბექა მიქაძე, გიორგი ნიორაძე, თემურ პეტაშვილი, დავით ცუცქირიძე და ბახვა ერისთავი. მათ წარმოადგინეს პროექტები ინოვაციების, ახალი ტექნოლოგიებისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სფეროში. მოსწავლეებს გადაეცათ პრიზები და სანდიეგოს უნივერსიტეტის 50%-იანი სასწავლო გრანტი.
ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი საქართველოში უკვე ორჯერ, 2014-15 და 2015-16 წლებში განხორციელდა და მასში მონაწილეობა მიიღო 153-მა გუნდმა საქართველოს ცხრა რეგიონიდან. წინა კონკურსში გამარჯვებულმა გუნდმა „სოლარი" მონაწილეობა მიიღო, აშშ-ში, კონრადის ფონდის ინოვაციების სამიტში, NASA-ს კენედის ცენტრში, ფლორიდაში. ამ გუნდის წევრებიც აია-GESS-ელები არიან.