მათ უკვე დაამთავრეს სკოლა. წარმატებით ჩააბარეს გამოსაშვები გამოცდები. მათ შორის არიან ისინი, ვინც არაერთხელ ესტუმრა ამერიკის შეერთებულ შტატებს სხვადასხვა პროექტებით – ფიზიკოსთა ტურნირიდან დაწყებული, კოსმოსური ცენტრის NASA
ელჩობით, INTEL ISEF-ის თუ გაეროს მოდელირების პროექტებით დამთავრებული;
მათ შორის არიან ისინი, ვინც სანდიეგოს ამერიკული უნივერსიტეტის,ტალინის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 % იანი გრანტისა და ამერიკის აუბარნის უნივერსიტეტის საავიაციო ფაკულტეტის 30% იანი გრანტის მფლობელია. ისინი ყოველთვის მოტივირებულნი და დამოუკიდებელნი იყვნენ, უკვე დაამთავრეს აია–ჯესსი, მაგრამ ყოველთვის აია ჯესელებად დარჩებიან.
ჩვენო ნიჭიერო და ლამაზო ახალგაზრდებო, კიდევ ერთხელ გილოცავთ სკოლის დამთავრებას. გისურვებთ წარმატებულ და ბედნიერ სტუდენტობას.
ისეთი ცოდნითა და უნარ ჩვევებით გიშვებთ სკოლიდან სამოღვაწეოდ რა სფეროც არ უნდა აირჩიოთ, ყველგან წარმატებას მიაღწევთ, ყველგან კვალს დატოვებთ–გამორჩეულსა და თქვენეულს.
დალოცვილები გამყოფოთ უფალმა.
ღმერთს ებარებოდეთ.
სიყვარულით სერვანტესის სახელობის გიმნაზია "აია–GESS"