2016 წლის 17 თებერვალს სან დიეგოს უნივერსიტეტის წარმომადგენლები სტუმრად იმყოფებოდნენ სერვანტესის სახელობის გიმნაზია „აია-ჯესს-ში". უნივერსიტეტის პროგრამების პრეზენტაციას უძღვებოდა სან დიეგოს უნივერსიტეტის ვიცე-დეკანი, პროფესორი ჰალილ გუვენი და უნივერსიტეტის წარჩინებული სტუდენტი, 100%-იანი გრანტის მფლობელი, ჩვენი სკოლის კურსდამთავრებული გიორგი გიგაური.