2010-2011 სასწავლო წლის მანძილზე სხვადასხვა რესპუბლიკურ კონკურსების გამარჯვებული მოსწავლეები ტრადიციისამებრ 19 ნოემბრიდან 4 დეკემბრამდე იმყოფებოდნენ ესპანეთში ქალაქ გრანადაში ორკვირიანი სასწავლო პროგრამით. პროგრამაში მონაწილეობდნენ: სოფო ლელაშვილი, ნინო ირემაძე, ელენე დარციმელია, ნანა ხარაბაძე და თათია სოსელია. ჯგუფს ხელმძღვანელობდნენ ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორები ნონა ბოლქვაძე და ლელა ბოჭოიძე.
ჩვენმა მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ აჩვენეს ესპანური ენის ფლობის მაღალი დონე და შესაბამისი სერთიფიკატებიც მიიღეს.