რესპუბლიკური კონკურსის "საუკეთესო პატარა მთარგმნელი" ესპანური ენის სექციის 2009 წლის გამარჯვებულები ნოემბრის თვეში სასწავლო პროგრამით იმყოფებოდნენ ესპანეთის ქალაქ სალამანკაში. ჩვენმა მოსწავლეებმა: ნინო ჟიჟილაშვილმა, ნინო ირემაძემ, გვანცა ნავროზაშვილმა, თათული ჯაფოშვილმა და ნინო პაპუნაშვილმა აიღეს მაღალი დონის სერთიფიკატები.
სასწავლო ცენტრსა და სკოლას შორის გაფორმდა ხელშეკრულება შემდგომ თანამშრომლობაზე, სკოლის მოსწავლეებისათვის საუკეთესო პირობებით.