მთავარი კონტაქტი რჩეულებში
  • პატრიარქის დალოცვა

    პარტნიორები

  • ბოლო ზარიგილოცავთ... ჩვე უნიჭიერესო და უსაყვარლესო მოსწავლეებო. გისურვებთ უბედნიერეს სტუდენტობას. უჭირველად და ურცხვინველად გაცხოვროთ უფალმა მთელი ცხოვრების მანძილზე..."ღმერთს ებარებოდეთ". გვიყვარხართ...

    დარგის ლიდერი 2016
    2016 წლის  28 მაისს ბათუმში, სასტუმროში Leogrand Batumi, გაიმართა ნაციონალური  ბიზნეს რეიტინგების საერთაშორისო კავშირის XXXI დაჯილდოვების ცერემონიალი, სადაც მონაწილეობას იღებდა რვა ქვეყნის ყველაზე წარმატებული კომპანიები. თითოეული დარგიდან სტატისტიკური რანჟირების შედეგების მიხედვით გამოვლინდა "დარგის ლიდერი 2016". 
     

    Intel ISEF 2016 -ფენიქსი-არიზონა ისევ ამერიკა…

    2016 წლის იანვრიდან მაისის ჩათვლით სამი სხვადასხვა პროექტით სამჯერ იმოგზაურეს  ჩვენი სკოლის მოსწავლეებმა ამერიკაში. გაეროს მოდელირების პროექტი-ნიუ-იორკი,  ინოვაციების სამიტი-ნასა-ფლორიდა და intel ISEF 2016 -ფენიქსი-არიზონა

    საბუნებისმეტყველო კვირეული აია - GESS-ში  2016  წლის 20-27 აპრილს აია - GESS-ში საბუნებისმეტყველო კვირეული მიმდინარეობდა. კვირეულის ფარგლებში ჩატარდა კონფერენცია, პროექტების პრეზენტაცია, სამეცნიერო პიკნიკი. შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა, უსაზღვროა ჩვენი მოსწავლეების და პედაგოგების ფანტაზია, მონდომება და საქმისადმი სიყვარული. სამეცნიერო პიკნიკის დღეს დამთვალიერებლების რიგი არ წყდებოდა დილიდან დღის ბოლომდე, საბუნებისმეტყველო საგნების ტურნირი თავისი მომხსენებლებით, რეცენზენტებითა და ოპონენტებით ნამდვილ მეცნიერების ზეიმად იქცა.

     

    "სოლარი"  ნასას კენედის კოსმოსურ ცენტრში2016 წლის 17-27 აპრილს აია-ჯესსის მოსწავლეები ბექა მიქაძე, გიორგი ნიორაძე და ვახტანგ კონტრიძე ამერიკაში,  ფლორიდაში, მის კანავერალას კონცხზე იმყოფებოდნენ და მონაწილეობას იღებდნენ ნასას კენედის კოსმოსურ ცენტრში გამართულ მსოფლიო ინოვაციების სამიტში.

    მასწავლებელი - მეგზური ევროპისკენევროპის დღეების ფარგლებში სემინარი „მასწავლებელი - მეგზური ევროპისკენ" ჩატარდა. დედაქალაქიდან და რეგიონიდან მოწვეულ პედაგოგებს მოწვეულმა სტუმრებმა- ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა იანოშ ჰერმანმა, ასევე, საქართველოში ესტონეთის რესპუბლიკის ელჩმა პრიიტ ტურკმა მიმართეს.
    ყვავილების დღესასწაული2016 წლის 27 აპრილს სკოლაში გაიმართა ყვავილების ფესტივალი. ულამაზესი მოსწავლეებითა და ყვავილებით სავსე სკოლა საოცარ საგამოფენო სივრცედ იქცა.  საბუნებისმეტყველო კვირეული სკოლაში ყვავილების ფესტივალით დასრულდა.

    მადლობა ყველა მონაწილეს ამ ლამაზი და წარმატებული კვირეულისთვის.

     

     ამერიკის ხმა
    გუნდი ”სოლარი” ნასას კოსმოსურ ცენტრში.
Free counters!