ტელე-ინტერვიუ - ''მასწავლებელი-მეგზური ევროპისკენ''.
გამარჯვებული პროექტი "საქართველო და ევროკავშირი ბუნების სადარაჯოზე" .
პროექტის ხელმძღვანელი, სერვანტესის გიმნაზია "აია-ჯესს"-ის გეოგრაფიის პედაგოგი მარინა ხარიტონაშვილი.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისა და ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით, მასწავლებლის სახლში კონფერენცია „მასწავლებელი - მეგზური ევროპისკენ" გაიხსნა, რომელშიც გამოვლინდა 10 გამარჯვებული მასწავლებელი, რომლებიც ესტონეთში სასწავლო კურსს გაივლიან.
საპრიზო მე- 2 ადგილი სერვანტესის გიმნაზია აია-ჯესს- ის გეოგრაფიის პედაგოგმა მარინა ხარიტონაშვილმა დაიკავა.
მასწავლებლები დააჯილდოვეს: საქართველოში ევროკავშირის ელჩმა იანოშ ჰერმანმა, ესტონეთის ელჩმა პრიიტ ტურკმა და საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში დავით ბაქრაძემ.