16 ნოემბერს გაიმართა ამერიკული უმაღლესი საერთაშორისო სკოლა-კოლეჯი პროგრესის საზეიმო გახსა. გახსნაზე მოსულმა სტუმრებმა მოისმინეს პრეზენტაცია სკოლის მიზნების, მისიების, ამოცანების, პროგრამებისა და პრიორიტეტების შესახებ. ბატონმა დავით სონღულაშვილმა (საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი, ზოგადსაუნივერსიტეტო ვირტუალური მოდელირების ცენტრის ხელმძღვანელი) პრაქტიკულად აჩვენა სტუმრებს თუ როგორი სახის გაკვეთილები ექნებათ მოსწავლეებს ნორჩ-მკვლევართა სამეცნიერო ინსტიტუტში _STEM (Science, Technology, Engineering and Math),რომელიც ასევე სკოლაში ფუნქციონირებს.