AIA GESS-ის STEM აკადემიის მოსწავლეები თამარ მიქელაძე, ნინი ხუნძაყიშვილი და ანი თეთრაშვილი 23 ივნისს გაემგზავრნენ აშშ-ში, ჰიუსტონში NASA-ს კოსმოსურ ცენტრში საგანმანათლებლო პროგრამაში მონაწილეობისათვის. გუნდი „ანალემა” არის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის გამარჯვებული. ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი ხორციელდება ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველოს მიერ, აშშ-ის საელჩოს ფინანსური მხადრაჭერით.
კოსმოსური ცეტრის უნივერსიტეტის (SCU) პროგრამის ფარგლებში, ანიმ, თამომ და ნინიმ ინსტრუქტორების დახმარებით, საკუთარი რაკეტები შექმნეს და გამოსცადეს. მათ პროგრამირების და რობოტიკის პროგრამა გაიარეს და NASA-ს ჯონსონის ცენტრის ვიზიტორების კომპლექსი დაათვალიერეს.
კოსმოსურიცენტრის უნივერსიტეტის პროგრამის ფარგლებში, მონაწილეები ესტუმრნენ NASA Neutral Buoyancy Laboratory-ს,ყველაზე დიდ საცურაო აუზს,სადაც ასტრონავტები წყალქვეშ გადიან წვრთნას. აუზში მოწყობილია საერთაშორისო კოსმოსური სადგურის ზუსტი ანალოგი კოსმოსური მისიებისთვის ასტრონავტების მოსამზადებლად. წყალქვეშა ლაბორატორია დახურულია ვიზიტორებისთვის და მხოლოდ კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტის მონაწილეებს ეძლევათ საშუალება, დაათვალიერონ.
ვიზიტის შემდეგ, გოგოებმა სკუბა სესიაში მიიღეს მონაწილეობა და ასტრონავტების ტრენინგის სიმულაცია გაიარეს.
პროგრამის ბოლოს კოსმოსური ცენტრის უნივერისიტეტის პროგრამის მონაწილეები ცნობილ ასტრონავტს, ავიატორ კენეთ კამერონს შეხვდნენ, რომელსაც NASA-ს სამ მისიაში აქვს მონაწილეობა მიღებული. ასტრონავტმა მოსწავლეებს საკუთარი პროფესიული გამოცდილება გაუზიარა. მონაწილეებს საშუალება ქონდათ, შეკითხვები დაესვათ და კენეთ კამერონის პასუხები, მოსაზრებები, შთაბეჭდილებები მოესმინათ.
ასტრონავტთან შეხვედრის შემდეგ, მონაწილეებმა NASA-ს Spaceship Gallery და Independence Plaza დაათვალიერეს,სადაც კოსმოსურ მისიებში გამოცდილი კაფსულები, შატლები, როვერები და ხომალდები ნახეს.
დასასრულს, კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტის მონაწილეები დაჯილდოვდნენ ვერცხლის მედლებით და დიპლომებით.