გიმნაზია აია-GESS-ის მოსწავლეები ევროპული STEM ლიგის ფინალში მიიწვიეს, რომელიც გაიმართა გერმანიაში, ქალაქ დორტმუნდში 20-21 ოქტომბერს. ფინალში მონაწილეობდა გუნდები 8 ქვეყნიდან, მათ შორის საქართველოდან წარმოდგენილი გუნდი შედგებოდა ჩვენი სკოლის IX-X კლასის მოსწავლეებისაგან.
კონკურსის მონაწილეები: ანა ბეჭვაია, სალომე ბოლქვაძე, თორნიკე გურჩიანი, ჯული მუხაძე, მარიამ გამრეკელაშვილი
ხელმძღვანელები: პავლე რუხაია და ნინო აბესაძე.
კონკურსის გამარჯვებულები სრულად დააფინანსეს ორგანიზატორებმა. ამ კონკურსში გამარჯვება მოწმობს რამდენად კარგადაა განვითარებული სკოლაში STEM მიმართულებები. კიდევ ერთხელ აღინიშნა ჩვენი მოსწავლეების მომზადების დონე და შესანიშნავი კომუნიკაციის უნარი.
ეს წარმატება ლოგიკური შედეგია იმ ყოველდღიური შრომისა, რაც გიმნაზიაში მიმდინარეობს.
მადლობა თითოეულ თქვენთაგანს!