• პატრიარქის დალოცვა

    პარტნიორები

  • საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია

     გამოქვეყნებულია: 15-11-2017, 13:23

    სსიპ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია ხელს შეუწყობს ახალგაზრული პროექტის განხორციელებას. ლაბორატორიას სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია – ჯესსის მოსწავლეთა კლუბი ეწვია და ლაბორატორიის საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინა. მოსწავლეთა კლუბი დაინტერესებულია შექმნას ისეთი მოწყობილობა, რომელიც იქნება მარტივი გზა საკვები პროდუქტების გამოსაკვლევად. თავის მხრივ, ლაბორატორია მოსწავლეებს გაუწევს საკონსულტაციო დახმარებას და მოსწავლეებს პროექტის განხორციელების პერიოდში შესაძლებლობა ექნებათ კითხვა-პასუხის რეჟიმში ლაბორატორიის სპეციალისტებისაგან ამომწურავი ინფორმაცია მიიღონ.

    შეხვედრის დროს,აია ჯესსის მოსწავლეთა კლუბის წევრებს განემარტათ ბიოუსაფრთხოებისა დალაბორატორიულ დანადგარებთან უსაფრთხო მუშაობის პრინციპები. ასევე,მათ შესაძლებლობა ჰქონდათ უახლესი აპარატურით აღჭურვილი ლაბორატორიის მუშაობის სპეციფიკას ადგილზე გასცნობოდნენ დათავადაც ჩართულიყვნენ სხვადასხვა ექსპრეს-ტესტის წარმოებაში.თანამედროვე აპარატურით აღჭურვილ ლაბორატორიულ ბაზაზე დაშვება კი,შესაძლებლობას აძლევს მოსწავლეებს მიღებული თეორიული ცოდნა,პრაქტიკაში განიმტკიცონ.

    სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია ცდილობს მაქსიმალურად დაეხმაროს სასწავლო საგანმანათლებლო დაწესებულებებს მომავალი სპეციალისტების აღზრდაში. მსგავსი სახისღონისძიებების მიზანია საბუნებისმეტყველო დააგრარული მეცნიერებების მიმართულების პოპულარიზაცია და ახალგაზრდული იდეების წახალისება დადამწყები პროექტების ხელშეწყობა.

     

    საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია
    საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია
    საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია
    საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია
    საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია

Free counters!