25-29 სექტემბერს საქართველოს სკოლებში მსოფლიო მასშტაბური გაკვეთილი ტარდება. პროექტი გულისხმობს მოსწავლეებისთვის გაეროს მიერ შემუშავებული ''მდგრადი განვითარების გლობალური მიზნების'' (SDG) გაცნობას და თანამედროვე კომპეტენციების (ეკოლოგიური წიგნიერება, ჯანსაღი ცხოვრების წესი, შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნება) განვითარებას. გაკვეთილი მსოფლიოს სხვადასხვა სკოლაში ერთდროულად ტარდება. საქართველოში მსოფლიო მასშტაბური გაკვეთილი სკოლა-გიმნაზია Aia-Gess-ში ინგლისური ენისა და გეოგრაფიის მასწავლებლებმა ჩაატარეს. გაკვეთილის თემა სიღარიბის დაძლევა იყო და მასში მონაწილეობა გიმნაზიის უფროსკლასელებმა მიიღეს.