VIა კლასის მოსწავლეებისთვის ქართული ენის ერთ-ერთი გაკვეთილი უდიდეს სიხარულად და პასუხისმგებლობად იქცა. ისინი მთაწმინდის მწერალთა პანთეონში წინაპრების საფლავებთან გამოხატავდნენ სიყვარულს, მოკრძალებას, ამჟღავნებდნენ ცოდნას და უფრო მეტის შესწავლის სურვილს.
ყვავილებით შეამკეს საფლავებიც და თითქოს ვალმოხდილნი სიამაყით დაეშვნენ მამადავითის დამრეც ფერდობზე.