• პატრიარქის დალოცვა

    პარტნიორები

  • სკოლა “აია-GESS” “2018 წლის დარგის ლიდერი” ოქროს მედლით დაჯილდოვდა!

     გამოქვეყნებულია: 29-03-2018, 15:27
     
     

     სკოლა “აია-GESS” “2018 წლის დარგის ლიდერი” ოქროს მედლით დაჯილდოვდა!სკოლა რომელიც ყველა საერთაშორისო კონკურსიდან გამარჯვებული ბრუნდება და რომლის აღსაზრდელებიც "ნასას” ყურადღების ქვეშ ხვდებიან ამჯერად "წლის დარგის ლიდერის” ნომინაციაში ოქროს მედლით დაჯილდოვდა.
     „აია–GESS”-ში სწავლება სამივე საფეხურზე მიმდინარეობს. სასწავლო პროცესი ორი განყოფილებისგან შედგება: ქართულ–ბრიტანული და ქართულ–ესპანური. მეხუთე კლასიდან კი ორივე განყოფილების ბაზაზე დანერგილია ბილინგვური სწავლება.
     მოქმედებს გაცვლითი პროგრამები ბრიტანეთისა და ესპანეთის სასწავლო ცენტრებთან. მოსწავლეები სისტემატურად მონაწილეობენ საერთაშორისო კონფერენციებსა და ახალგაზრდულ სამიტებში, რესპუბლიკურ კონკურსებსა და შიდა სასკოლო სამეცნიერო–შემოქმედებით კონფერენციებში. შემოღებულია გრანტების სისტემა, რომელიც გულისხმობს უმაღლესი შეფასების მქონე მოსწავლეებისთვის სტიპენდიების დანიშვნას და კონკურსებში გამარჯვებული ბავშვების გაცვლითი პროგრამების დაფინანსებას.
     ეფექტური და მოქნილი გახანგრძლივებული დღის რეჟიმი და კოორდინატორებთან მუშაობის სისტემა მოსწავლეების მაღალი ხარისხის განათლების მიღებას უზრუნველყოფს.
     სკოლის მიზანია ინოვაციური მიდგომებით, აღზარდოს ქართული და მსოფლიო კულტურის ღირებულებების მატარებელი, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებასა  და თვითგანვითარებაზე ორიენტირებული, კონკურენტუნარიანი პიროვნება.
    2018 წლის 24 მარტს გიმნაზია AIA GESS დაჯილდოვდა ოქროს მედლით "დარგის ლიდერი 2018”.ოქროს რეიტინგში პირველი ადგილი და ოქროს მედალი!
     ვულოცავთ ყველა AIA GESS-ელს და გულშემატკივრებს ამ აღიარებას და მესამე ოქროს მედალს!

     

     

    წყარო www.Fact2.ge

Free counters!