გიმნაზია აია-GESS-ის მოსწავლეები ამერიკაში IEARN-ის 30-ე საერთაშორისო კონფერენციასა და საერთაშორისო ახალგაზრდულ სამიტზე
7 -16 ივლისი. ამერიკა. ვინჩესტერი. ვირჯინიის შტატი
IEARN-ის 30-ე საერთაშორისო კონფერენციასა და საერთაშორისო ახალგაზრდულ სამიტზე აიაჯესს-ის 16 კაციანი დელეგაცია ღირსეულად წარსდგა. მრავალმსმენელიანი საინტერესო 7 ვორქშოფი, სულისშემძვრელი ქართული ცეკვების ულამაზესი კოლაჟი, უამრავი მადლობა და სიამაყის გრძნობა- ჩვენი დელეგაციის მაღალაკადემიური დონის გამო.
წარმატებული გამოსვლით, კარგი ინგლისურით, კომუნიკაციის უნარით ახალგაზრდული სამიტის 53 ქვეყნის დელეგატებს შორის საოცარი პოპულარობით სარგებლობდა გიმნაზია აია-GESS-ის გუნდი.
დელეგაციის ხელმძღვანელები: ნონა ბოლქვაძე, ლელა ბოჭოიძე, მაკრინე ბაბლუანი და თამარ ლოლიშვილი.
დელეგაციის წევრები: გიორგი ეკალაძე, გიორგი კახურაშვილი, მამუკა წივილაძე, ანანო რობაქიძე, მარიამ მაღრაძე, თორნიკე ჩუბინიძე, ერეკლე ჩუბინიძე, ანა ზაქარაძე, თამარ ბერიძე, ანი მეტრეველი, თეკლა ლეჟავა და საბა დევიძე.