გიმნაზია აია-GESS-ის მოსწავლეების ნამუშევრებმა ნიუ-იორკის ოსვეგოს უნივერსიტეტის ოლიმპიადის ფინალურ ეტაპზე ვერცხლის მედლები და მეოთხე ადგილი მოიპოვა. GENIUS OLYMPIAD 2011 წლიდან ტარდება ამერიკის შეერთებულ შტატებში. წელს ფინალურ ეტაპზე 711 პროექტი გადავიდა 73 ქვეყნიდან. მეცნიერების სექცია: ვერცხლის მედლები - შორენა გუჯაბიძე და მარინა გუჯაბიძე. მეოთხე ადგილი - მარიამ ქაფიაშვილი და თორნიკე მაღალაშვილი. ოლიმპიადა 12 ივნისიდან 17 ივნისამდე მიმდინარეობდა.GENIUS OLYMPIAD გამოირჩევა მრავალფეროვანი სექციებით, საუკეთესო სამუშაო და დასასვენებელი გარემოთი, კომპეტენტური ჟიურითა და საუკეთესო შემეცნებითი ღონისძიებებით.