• პატრიარქის დალოცვა

    პარტნიორები

  • ჩვენი სკოლის მოსწავლეები 2005 წლიდან ყოველწლიურად იგზავნებიან ამერიკის შეერთებული შტატების სხვადასხვა კოლეჯებში სასწავლებლად, სადაც ისინი ერთი სასწავლო წლის განმავლობაში საუკეთესო კოლეჯებში სწავლობენ.
    24-30 აპრილს პოლონეთში, ქალაქ კრაკოვში, ახალგაზრდა მეცნიერთა მე–16 საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა. მსოფლიოს 16 ქვეყნის რჩეული მოსწავლეები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ ფიზიკაში, მათემატიკაში, ეკოლოგიასა და ინფორმატიკაში.
    ჩვენმა მოსწავლეებმა 4 ვერცხლის მედალი აიღეს მათემატიკაში.
        უკრაინის ქალაქ ჩერნოვცში ახალგაზრდა მეცნიერთა მე–15 საერთაშორისო კონფერენცია ICYC–ზე ჩვენი მოსწავლე შოთა სამსონიძე ოქროს მედლით დაჯილდოვდა. ჯილდო მან თემისათვის "ერთი პრობლემური ამოცანა ბიოფანტურ გეომეტრიული ფიგურების შესახებ" მოიპოვა. ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა მარიამ ნუცუბიძე თემისათვის –"პრობლემური ამოცანა შტენჰაუზის (ჰუგო) ერთი ამოცანის შესახებ". 

    2010 წლის ოქტომბერში სკოლის დელეგაცია 21 ადამიანის შემადგენლობით, გამოცდილების ურთიერთგაზიარების მიზნით სომხეთის დედაქალაქ ერევანში მხიტარ სებასტატსის სახელობის სასწავლო კომპლექსში იმყოფებოდა. 

Free counters!