2018 წლის 4 მაისს გიმნაზიაში სტუმრად იმყოფებოდნენ განათლების ექსპერტები აშშ-დან,ბატონი ედ გრაგერტი და ქალბატონი ადრიანა ვილელა,მათი სურვილი იყო სხვადასხვა პროექტებში წარმატებული მოსწავლეების გაცნობა და მათთან დიალოგი.IEARN-ის პროექტებში აია ჯესს-ელების აქტიური მონაწილეობით აღფრთოვანებულმა სტუმრებმა თანამშრომლობის სურვილი დააფიქსირეს.გიმნაზიაში IEARN -ის პროექტების კოორდინატორია თამარ ლოლიშვილი-რომელმაც სტუმრებისაგან კეთილგანწყობა და მადლობა დაიმსახურა.