AIA GESS-ის მოსწავლეები კვლავ აშშ-ში NASA-ს კოსმოსურ ცენტრში მიემგზავრებიან. ათასწლეულის გამოწვევების ფონდმა ინოვაციების კონკურსის გამარჯვებულები გამოავლინა. პირველ ადგილზე გიმნაზია AIA GESS-ის პროექტი "რობოტი ლაბორანტი" გავიდა. პროექტის ავტორი მოსწავლეები: ანი თეთრაშვილი, ნინი ხუნძაყიშვილი და თამარ მიქელაძე აშშ-ში NASA-ს კოსმოსურ ცენტრში გაემგზავრებიან და საგანმანათლებლო პროგრამაში მიიღებენ მონაწილეობას.