3 ნოემბერს, 16:000 საათზე, „თიბისი ბანკი"-ის სათაო ოფისში გაიმართა მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსის „ლეონარდო და ვინჩი" მონაწილეთა პროექტების გამოფენა და გამარჯვებულების დაჯილდოება. კონკურსზე წარდგენილი 44 განაცხადიდან კონკურსის დასკვნითი ეტაპისთვის შეირჩა 19 ნამუშევარი,რომელთაგან 3 ნამუშევარი ჩვენი გიმნაზიის მოსწავლეების მიერ იქნა წარდგენილი.
საკონკურსო კომისიამ გამოავლინა გამარჯვებულები :
მესამე ადგილი წილად ხვდა: შორენა გუჯაბიძეს, დეა ილარიონოვასა და მარინა გუჯაბიძეს,რომლებიც საქართველოს სახელით მონაწილეობას მიიღებენ „ინტელის" საერთაშორისო სამეცნიერო-საინჟინრო გამოფენაზე - Intel ISEF ამერიკის შეერთებულ შტატებში.
<!--
TBegin:http://www.aia-gess.ge/uploads/posts/2017-11/1510752892_23231249_1745564948849975_9208357211502579443_n.jpg|left
-->