გიმნაზია აია-GESS-ის მოსწავლეები მიწვეულნი იყვნენ საერთაშორისო კონფერენციაში „მომავლის სკოლა", რომელიც გაიმართა რიგასა და სტოკჰოლმში. კონფერენცია 27 მარტიდან 3 აპრილამდე მიმდინარეობდა გემზე. ამ პროექტში მონაწილეობდა მეშვიდე-მეცხრე კლასის 14 მოსწავლე: თეონა ხელაძე, ანი რობაქიძე, გიგა ტურძელაძე, გიორგი ებიტაშვილი, სალომე ბეგიაშვილი, ანა მიქელაძე, თეკლა ხვედელიძე, ლიკა კოპალეიშვილი, სოფია გრიგალაშვილი, გიორგი მოწონელიძე, ლუკა ქურდაძე, მიხეილ ჩიმაკაძე, კონსტანტინე მაჭავარიანი და ნიკა პეტაშვილი. ჯგუფის ხელმძღვანელები: რუსუდან ბოლქვაძე და ლელა ბოჭოიძე. მათ დათვალიერეს ღირშესანიშნაობები რიგასა და სტოკჰოლმში და დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით აღსავსე დაუბრუნდნენ სასწავლო პროცესს.