მთავარი კონტაქტი რჩეულებში
  • პატრიარქის დალოცვა

    პარტნიორები

  • „ აია–GESS”-ის თეატრალური სტუდიის “SMART -CHILD” – ის სპექტაკლი „მძინარე მზეთუნახავი“.ეს იყო არაჩვეულიბრივი სანახაობა. პროფესიონალურად მაღალ დონეზე დადგმული სპექტაკლი, პატარა მსახიობების ვირტუოზული თამაშით, გათავისებული როლებით. ის რაც გუშინ ვიხილეთ, ნებისმიერ სცენას დაამშვენებდა.
    2016-17 წლის გამოშვებამათ უკვე დაამთავრეს სკოლა. წარმატებით ჩააბარეს გამოსაშვები გამოცდები. მათ შორის არიან ისინი, ვინც არაერთხელ ესტუმრა ამერიკის შეერთებულ შტატებს სხვადასხვა პროექტებით – ფიზიკოსთა ტურნირიდან დაწყებული, კოსმოსური ცენტრის NASA ელჩობით, INTEL ISEF-ის თუ გაეროს მოდელირების პროექტებით დამთავრებული;
    გიმნაზია აია–GESS–ის მოსწავლეები Intel-ISEF-ის კონკურსში საქართველოს წარგზავნილები არიანგიმნაზია აია–GESS–ის მოსწავლეები Intel-ISEF-ის კონკურსში საქართველოს წარგზავნილები არიან

    გიმნაზია აია–GESS–ის მოსწავლეების ნამუშევრებმა მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსის „ლეონარდო და ვინჩი" ფინალურ ეტაპზე გრანპრი მოიპოვეს  და საქართველოს სახელით 2017 წლის 13 მაისს წარგზავნილნი იყვნენ ქალაქ ლოს-ანჟელესში, (კალიფორნია, აშშ) Intel-ISEF-ის სამეცნიერო და საინჟინრო საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, რომელშიც მსოფლიოს 78 ქვეყნის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

    პირველი ადგილი  მაგიდის ჩოგბურთში. გიმნაზია აია-GESS-ის გუნდმა  პირველი ადგილი მოიპოვა მაგიდის ჩოგბურთში. ტურნირი „სპორტის საერთაშორისო დღე 2017" ორგანიზებული იყო თბილისის მერიისა და საქართველოს სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის მიერ.

    აია-GESS-ის მოსწავლეები  რიგასა და სტოკჰოლმშიგიმნაზია აია-GESS-ის მოსწავლეები მიწვეულნი იყვნენ საერთაშორისო კონფერენციაში „მომავლის სკოლა", რომელიც გაიმართა რიგასა და სტოკჰოლმში. კონფერენცია 27 მარტიდან 3 აპრილამდე მიმდინარეობდა გემზე. 
    ლონდონი 2017  გიმნაზია AIA GESS-ის ყოველწლიური პროექტი-ორკვირიანი სასწავლო პროგრამა ლონდონში ენის ცენტრში.პროექტში მონაწილეობდნენ: ნათია მეტონიძე,ნიკა ოქრუაშვილი,დავით ცუცქირიძე,გიორგი ჯავახიშვილი,გიორგი ნარიმანიძე,თემურ სიმონიშვილი,ირაკლი შამუგია,ბახვა ერისთავი,ლევან ეგრისელაშვილი,ირინე ჭყოიძე,თამარ ხელაძე,ნინო ჯანაშია,ანი აბზიანიძე,ლუკა კაპანაძე,თათა მოწონელიძე. მოსწავლეებმა B2 და C1 დონის სერთიფიკატები დაიმსახურეს,სხვადასხვა შემეცნებით აქტივობებში მიიღეს მონაწილეობა და ორი კვირა ბედნიერად და შედეგიანად გაატარეს.

     

    მეორე საპრიზო ადგილი ათასწლეულის ინოვაციის კონკურსში  ათასწლეულის ინოვაციის კონკურსში მეორე საპრიზო ადგილზე გიმნაზია აია-GESS-ის მოსწავლის  გიორგი ნიორაძის გუნდი გავიდა.  

Free counters!